2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მოსახლეობის 90 პროცენტი ხმის მიცემას ელექტრონულად შეძლებს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბრიფინგზე განაცხადეს. ცესკო-ში განმარტავენ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში უკვე წელიწადნახევარია მიმდინარეობს და შემდგომ თვეებშიც გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში, ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ხალხმრავალ ადგილებში ეწყობა და ცესკო-ს მონაცემებით, უკვე 330 ათასზე მეტი ამომრჩეველია ინფორმირებული.