ბრიფინგი ცესკო-ში

ცესკო-ს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ 258 უბნის შედეგები გადათვალა. საუბარია იმ უბნებზე, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საჩივრები დაწერეს. ცესკო-ს ინფორმაციით, გადათვლის შედეგად, რიგი კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გაიზარდა, ზოგ შემთხვევაში კი შემცირდა, თუმცა საერთო ჯამში, შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. მანამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე ჰქონდა გადათვლილი 554 საარჩევნო უბანი, რა დროსაც ნაწილი საჩივრების საფუძველზე, ნაწილი კი შემთხვევითი პრინციპით გადაითვალა. ამ დროის მონაცემებით, საარჩევნო ოქმები და ბიულეტენები ჯამურად სულ 812 უბანზეა გადათვლილი.