ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგებზე საუბრობს. გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, ჯამში უკვე გადათვლილია 554 საარჩევნო უბანი. აქედან, 360 უბანი საარჩევნო რეფორმის გათვალისწინებით შემთხვევითი შერჩევით გამოვლინდა. 194 უბანი კი კომისიებმა საკუთარი ინიციატივით მიღებული საჩივრების საფუძველზე გადათვალეს. კალანდარიშვილის განცხადებით, დაფიქსირდა რიგ უბნებზე მცირედი სხვაობა, თუმცა ეს არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას არ ახდენს.
ასევე, გიორგი კალანდარიშვილი რეკომენდაციით მიმართავს საოლქო კომისიებს, გადაითვალონ იმ უბნების შედეგები, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილია გადათვლის საჩივრები.