ცესკო მის თანამშრომლებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ბულინგის ფაქტებზე საუბრობს. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიის დისკრედიტაციის პარალელურად, გარკვეული ჯგუფები მათ თანამშრომლებს პირადი შეტყობინებებით და სოციალურ ქსელებში საჯაროდ ემუქრებოდნენ.
ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, მათ ფოტომასალა გაასაჯაროეს და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც კანონთან შეუსაბამოა, ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნიან.