ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ცესკო-ში განაცხადეს, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 031 საარჩევნო უბანი, საუბნო საარჩევნო კომისიებმა კი, 26 სექტემბრიდან დაიწყეს ფუნქციონირება. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების დარიგება.