საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, გამსხვილდა ზოგიერთი საარჩევნო უბანი, შესაბამისად, ამომრჩეველთა ნაწილს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემა გასული არჩევნებისგან განსხვავებულ ლოკაციებზე მოუწევს. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ამასთან ცესკო ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმებას ახალ აპლიკაციას სთავაზობს. ასევე რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, ცესკო მოუწოდებს დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.