ცენტრალური საარჩევნო კომისია ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის, სავარაუდოდ, უკანონოდ დამუშავების მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ მსგავსი ქმედება შეუძლებელია, რაიმე საჯარო ინტერესს ემსახურებოდეს და მისი მიზანი მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირების მცდელობაა.