ხელოვნურად ორგანიზებული საჩივრების გზით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი და ახალი მანიპულაციური კამპანიები – ამ თემებზე ისაუბრეს დღეს ცესკო-ში. აღინიშნა, რომ 9 სექტემბერს 15 თითქმის ერთი და იმავე შინაარსის საჩივარი შევიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც ერთმანეთისგან მხოლოდ ოლქების დასახელებითა და ხელმოწერებით განსხვავდება.
ნათია იოსელიანის განცხადებით, ორგანიზებული გასაჩივრების მიზანია, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საუბრები საარჩევნო კომისიების არჩეული პირების მიკერძოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ, საჩივრების რაოდენობის ხელოვნური ზრდით, ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს. ცესკო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას და პატივი სცენ ამომრჩევლების საუკეთესო ინტერესებს.