ხვალ ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება. მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. პროცესი 11:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას და თავად გაივლიან საჭირო ეტაპებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ მორიგი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად გაეცნონ საარჩევნო ტექნოლოგიებს.