ცესკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების საარჩევნო სიაში ყოფნასთან დაკავშირებით. პრესსპიკერის განცხადებით, ამ ინფორმაციას კონკრეტული პირი ავრცელებს და მოუწოდებს ახლობლებს, მიიღონ შესაბამისი ზომები და არჩევნების დღეს დაწერონ საჩივრები. ნათია იოსელიანის ინფორმაციით, ემიგრაციაში მყოფი პირის სიაში არსებობა დარღვევას არ წარმოადგენს. მისი თქმით, არასწორი ინფორმაციის სოციალურ ქსელში გავრცელება მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება.