სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, ხმის მისაცემად ცესკო-ს უნდა მიმართონ. საარჩევნო გადასატანი ყუთის მოთხოვნა მათ 23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან, 22:00 საათამდე შეუძლიათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის თქმით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების, მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური უბნები უკვე შექმნილია.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.