საოლქო საარჩევნო კომისიებში შემაჯამებელი სხდომები იმართება, სადაც კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ, ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ისაუბრა. ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს, პოლიტიკურ პარტიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიას მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ამ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას.
პარალელურად, დღეს, 20:00 საათზე ცესკო-ში ჩანიშნულია სხდომა, სადაც უკვე თბილისის საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნებისა და თბილისის მერის არჩევნების შედეგები უნდა შეჯამდეს. სწორედ დღევანდელ სხდომაზე მიიღებს ცესკო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას.