საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაცია 6 სექტემბერს დასრულდება. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 21 ათასზე მეტ ვაკანტურ ადგილზე 13 300-მდე განაცხადია შესული. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი 8-13 სექტემბერს გაიმართება. ხოლო 13 სექტემბრიდან უკვე დაიწყება უფლებამოსილი ოთხი საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა. ჯამში 73 საარჩევნო ოლქის 13 289 უბანში სულ 21 822 წევრი უნდა დაინიშნოს.