ონლაინსივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, ფალსიფიცირებულია და ის სინამდვილეს არ ასახავს – ამის შესახებ ცესკო-ს პრესპიკერმა ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაციას აღნიშნულ კომპანიასთან არასდროს უთანამშრომლია.
ცესკო ასევე გამოეხმაურა რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენლის, ალექსანდრ მალკევიჩის აკრედიტაციის საკითხს და განმარტა, რომ აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა და ცესკო-ს არანაირი წვდომა არ აქვს ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე.