საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების პატივისცემას, კოდექსის შესრულებაზე მონიტორინგისა და შიდაპარტიული აღსრულების მექანიზმებზე შეთანხმებას. თამარ ჟვანიამ პარტიებს მოუწოდა, შეუერთდნენ ქცევის კოდექსს და აიღონ პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე.