სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ, გაასაჯაროოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დარბევასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების მასალები. საია-ს წარმომადგენლების თქმით, 2024 წლის აპრილ-მაისის თვეში მიმდინარე საპროტესტო შეკრებებზე პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას უფრო მეტად ჰქონდა ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდებოდა უკანონობის მიმართ წინააღმდეგობას.