ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცესი ისევ შეფერხდა. ვადა, დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ გადაიწევს. ბრექსითის ბოლო თარიღად 31 ოქტომბერი იყო დასახელებული, თუმცა გეგმა ამჯერადაც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა შეცვალა.
რამდენიმეთვიანი დაძაბულობის და უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას დეპუტატებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა მის დასამტკიცებლად დრო ითხოვეს.
პოლიტიკური განქორწინების თარიღის კიდევ ერთხელ შეცვლამ, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის შიდა პოლიტიკური რეალობაც შეცვალოს.