დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარე კენჭისყრაზეა დამოკიდებული, დაინიშნება თუ არა 15 ოქტომბერს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები.
რიგგარეშე არჩევნების საკითხი პრემიერ-მინისტრმა დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც წინა დღეს პარლამენტმა მთავრობას დღევანდელი სესიის დღის წესრიგზე კონტროლი ჩამოართვა. შედეგად ოპოზიციას იმ კანონ-პროექტის გატანის შესაძლებლობა მიეცა, რომელიც პრემიერის გეგმას ეწინააღმდეგება. კრიზისული ვითარება კვლავ ბრექსითს უკავშირდება.
ბორის ჯონსონს ევროკავშირიდან გასვლა რაც შეიძლება სწრაფად სურს და ამ მიზნით შეთანხმების გარეშე გასვლის ალბათობასაც უშვებს, რასაც ოპონენტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.