ბრექსითი - გადამწყვეტი კენჭისყრა

„ბრექსითის“ გარშემო დაპირისპირება ფინალს უახლოვდება.

თემთა პალატაში დღევანდელი დებატების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი,  დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს იმ პირობებით, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიუსელთან უკვე შეათანხმა. დეპუტატების ნაწილი ამ შეთანხმების ჩაშლით იმუქრება. მათ შორის არიან მმართველი პარტიის წევრებიც. ამ შემთხვევაში „ბრექსითის“ მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება.

ბრიტანული მედია მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებს შორის მთავრობის გადადგომას, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებისა და „ბრექსითის“ საკითხზე მეორე რეფერენდუმის ჩატარებასაც ასახელებს.