ამ დროის მონაცემებით, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოთხი კანდიდატია დასახელებული. „ქართული ოცნებიდან“ – დავით სერგეენკო, „ლელოს“ სახელით კი საბურთალოს ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას ბადრი ჯაფარიძე შეეცდება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა. ასევე, ამავე ოლქში გეგმავს კენჭისყრას ალეკო ელისაშვილი, კიდევ ერთი კანდიდატი კი, როგორც გაირკვა, თაკო ჩარკვიანი იქნება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, გაერთიანებული ოპოზიცია მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, თუ ცალკე წარმომადგენელს დაასახელებს.