საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დანაშაულის დაფარვის მუხლით, ელგუჯა ცომაიას ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცველებმა ცომაია პირველ ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის უფლებადამცველების განცხადებით, სამართლებრივად დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს, ცომაია უკანონო პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.