პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.
23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ირაკლი ჩავლეიშვილის დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ფანგანი 24 იანვარს დააკავეს. ბრალდების წარდგენის შემდეგ ფანგანი დაკავებიდან გათავისუფლდა, პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.