ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინა.
საგამოძიებო უწყება საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის 24 ნოემბერს რობაქიძის დაღუპვის შემდეგ ადგილზე მივიდა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც პოლიციის მაღალჩინოსნებს დაავალა პოლიციის იმიჯის გადასარჩენად მომხდარი წარმოეჩინათ, როგორც შეიარაღებული დაჯგუფების მიერ სამართალდამცავებზე თავდასხმის შემთხვევა. დავალების მიღების შემდეგ კი მაღალჩინოსნებმა რობაქიძესა და მასთან ერთად მყოფი პირების მანქანაში ჩადეს ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების ინფორმაციით, ამის შემდეგ უკვე ზურაბ ადეიშვილის დავალებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება არასწორი მიმართულებით წარმართა. ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამად დაკავებულია, ახალი ბრალდება მას პენიტენციურ უწყებაში უნდა გააცნონ. ზურაბ ადეიშვილის საბრალდებო დასკვნა კი მის ადვოკატს გადაეცემა.
გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.