ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც მეგობრის სახლში იმყოფებოდა. დაკავების და ჩხრეკის პროცედურა დაახლოებით სამ საათს მიმდინარეობდა. ამასთან, საქმეზე დაკავებულია კიდევ სამი პირი. მათ ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღის ბოლომდე წაუყენებენ. შესაბამის მასალებს ჯერ არ გაცნობია ბრალდებულების ადვოკატი, უფლებადამცველს დეტალებზე საუბარი უჭირს. დაკავებულებს 16-20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შეგახსენებთ, რომ 43 წლის მამაკაცი ფოთში, 2 ივლისს მოკლეს.