არანაკლებ რეზონანსული აღმოჩნდა სენატორ ჯინ შაჰინის სიტყვები. საქართველოს პრემიერი დემოკრატ სენატორს ტყუილში ადანაშაულებს. საქმე ეხება უკვე მეორედ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ამერიკელმა კანონმდებელმა გუშინდელი მოსმენის დროს საქართველოში რეპრესიების დამადასტურებელ მაგალითად მოიყვანა. თუ შაჰინს დავეყრდნობით, ცოტა ხნის წინ, საქართველოში მისი ვიზიტის დროს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ამერიკისგან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტა მოითხოვა და ეს შეხვედრაზე მისი ერთადერთი მოთხოვნა იყო. თუმცა ამ შეხვედრას და მისი გამოსვლის შინაარსს სრულიად სხვანაირად აღწერს თავად ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ, რომ სწორედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს და ამერიკის ურთიერთობები უკიდურესად არის გამწვავებული.
თამუნა წიკლაური გვეტყვის, რა გამოხმაურება მოჰყვა სენატორ შაჰინის განცხადებას.