გამოძიება გრძელდება არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, რის გამოც პროკურატურაში დაბარებულია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი – თენგო თევზაძე და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები საბა ბუაძე და ირაკლი კუპრაძე, თუმცა, ისინი პროკურატურაში მისვლას არ აპირებენ და მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გეგმავენ გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემას.
„ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას რეალური მტკიცებულებები არ გააჩნია. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაკითხეს ლონდა თოლორაია, ნათია მეზვრიშვილი, მამუკა ხაზარაძე და ზურა გირჩი ჯაფარიძე. პარალელურად, სახელისუფლებო გუნდმა პროკურატურაში მორიგი მტკიცებულებები წარადგინა. საუბარია 102 კონკრეტულ შემთხვევაზე.