„ლეიბორისტების“ ოფისში შექმნილ ოპოზიციურ ფორმატში განხეთქილების ნიშნები ჩნდება.
საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ცოტა ხნის წინ მოლაპარაკებათა ერთ მაგიდასთან მჯდომი ალეკო ელისაშვილი და გიგა ბოკერია ერთმანეთს საჯაროდ უპირისპირდებიან. უსინდისო, მოვაჭრე, სტამბოლის ბაზრის დირექტორი – მხარეებმა დღეს ერთმანეთის მისამართით მწვავე ეპითეტებიც არ დაიშურეს. ირკვევა, რომ უთანხმოება მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების გეგმის გამო დაიწყო, რის შემდეგაც ელისაშვილი საერთო მაჟორიტარულ მარათონს გაემიჯნა.
„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ერთადერთი არ არის, ვისაც მაჟორიტარობის კანდიდატთა სიის გამო პრეტენზიები გაუჩნდა. თავის დროზე მოლაპარაკებათა მაგიდასთან მჯდომი რამდენიმე ოპოზიციური ძალა დღეს ერთმანეთს საჯაროდ აკრიტიკებს.