შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს მისი ერთერთი წევრი ტოვებს. მამუკა ტუსკაძის განცხადებით, შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემებია. ამ ფონზე კი მისი თქმით, პროკურატურაში საქმეეები არ იგზავნება. მისივე მტკიცებით, საჩივრების უმრავლესობა მომჩივან მხარეს ან უკან გააქვს ან მორიგებით სრულდება. დავების საბჭოს უკვე ყოფილი წევრის ბრალდებებს დღეს შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი და ბრალდებების ადრესატები გამოეხმაურნენ. სააგენტოს დირექტორის ლევან რაზმაძის განცხადებით, თუ ტუსკაძეს საბჭოს მუშაობასთან ან კონკრეტულ გადაწყვეყილებებთან პრეტენზია გააჩნდა, შეეძლო ეს თავის გადაწყვეტილებებში აესახა.
მარიამ რუხაძე დეტალებით.