ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს, – ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, – წყალტუბოში შესაძლოა ცილისწამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის, სასამართლოში უჩივლონ.
საქმე ეხება შოუ „სხვა ნანუკას“ ეთერში ბათუმელი ზურა ბერიძის შესახებ მომზადებულ მასალას, რომელშიც ზურა ბერიძეს, დედისათვის მცირეწლოვანი შვილის წართმევაში ადანაშაულებდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ გადაცემა ბერიძის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად და საუბარი იყო ყალბ მტკიცებულებებზე. ადვოკატები ჟორჟოლიანისგან მოითხოვენ მომდევნო გადაცემაში უარყოს ყალბი ფაქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. ჟურნალისტი და მაჟორიტარობის კანდიდატი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებ,ს რომ არსებულ საქმესთან დაკავშირებით მას აქვს ყველა მტკიცებულება.