საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბოტსვანის საერთაშორისო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს უმასპინძლა. მანამდე კი, ბოტსვანის დელეგაცია, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.
მინისტრი ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. მან დაათვალიერა მავთულხლართებით გაყოფილი ტერიტორია და მის ოკუპირებულ ნაწილში დარჩენილ დათა ვანიშვილს გაესაუბრა.
საქართველოსა და ბოტსვანას დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს. სექტემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას პოლიტიკურ თანშრომლობაზე.