ბოსნია და ჰერცოგოვინაში 25-წლიანი პოლიტიკური დღის წესრიგი შესაძლოა რუსეთის გავლენით შეიცვალოს.
უახლოეს დღეებში გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოზე განსახილველად გადის საკითხი, უნდა გაუხანგრძლივდეს თუ არა ბოსნიის სამშვიდობო მისიას მანდატი. უკვე ცნობილია, რომ რეზოლუციაზე ვეტოს დადებას გეგმავს რუსეთი, თუ ქვეყანაში მომუშავე საერთაშორისო დესპანის მისია არ შეიცვლება. დასავლეთის ქვეყნები უკვე საუბრობენ ბალკანეთში რუსეთის გავლენის ზრდის საფრთხეზე, რომელიც ბოსნია და ჰერცოგოვინაში ეთნიკური სერბების ფაქტორს იყენებს.