ბორჯომის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ხვალ სხდომა ჩანიშნა. დღის წესრიგი და განსახილველი საკითხების ჩამონათვალი ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში 20 ნოემბერს გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარედ, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ზაზა ჩაჩანიძე, მოადგილედ, მისი თანაგუნდელი გიორგი გოგიჩაიშვილი და 5 კომისიის ხელმძღვანელი, დარბაზში დარჩენილმა 15 ოპოზიციონერმა დეპუტატმა აირჩია. იმ დროს, სხდომას არ ესწრებოდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, შესაბამისად, მათ გუნდს არჩევანი არ გაუკეთებია.
ქართული ოცნების წევრები გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებენ.