ბორჯომის დამწვარი ტყე-პარკის აღდგენის მიზნით, სოციალური აქცია ტარდება
წელს სპორტის სასახლესთან საშობაო ბაზრობაზე საახალწლო ნაძვის ხეების გვერდით დამწვარ ხეებსაც იხილავთ. სააგენტო “ლივინგსტონის” და “ტრიპექსის” სოციალური აქცია, ბორჯომის დამწვარი ტყე-პარკის აღდგენის მიზნით იმართება.
გარემოს დასაცავად, ორგანიზატორები ახალი საახალწლო ტრადიციის დანერგვის ინიციატივით გამოდიან და მოსახლეობას მოუწოდებენ, ნაძვის სახლში დადგმასთან ერთად, ერთი ნამდვილი ხეც დარგონ. ამისთვის სპეციალური ვებ გვერდიც შეიქმნა და ხის დარგვა უკვე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. სურვილისამებრ საჭიროა მისამართზე შესვლა – ბორჯომისათვის.ჯი.