ბორჯღალოსნები დღეს გერმანიას დაუპირისპირდებიან

ბორჯღალოსნები დღეს გერმანიას დაუპირისპირდებიან.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეოთხე ტურის თამაში ქუთაისში, „აია არენაზე“ 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნულ გუნდს გერმანიის ნაკრებთან აქამდე შვიდი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ყველა მატჩი ჩვენი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ყველაზე დიდი სხვაობა 2010 წელს, „დინამო არენაზე“ დაფიქსირდა – 77:3, შარშან კი ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ოფენბახში 64:0 მოუგეს.

დღევანდელი თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.