38 წლის წინ ზუსტად ამ დღეს თბილისის დინამომ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
1981 წლის მოვლენები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე. ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად დედაქალაქის მერი, დეპუტატები და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე დაესწრნენ.