„ამ თავზარდამცემი კონფლიქტის დროს, მე ახლა დარწმუნებული ვარ როგორც არასდროს, რომ პუტინი დამარცხდება და პუტინი უნდა დამარცხდეს“ – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა. ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის საერთო ამოცანაა დაიცვას და შეინარჩუნოს სუვერენული და დემოკრატიული უკრაინა.