თბილისში განხორციელებული ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, ჯოზეფ ბორელი ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს პროგრესს აფასებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პოლარიზაციას ასახელებს, რომელიც მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულმა იმპიჩმენტის პროცედურამ კიდევ უფრო გააღრმავა. 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ბორელი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს.
ჯოზეფ ბორელის შეფასება და გამოხმაურებები თბილისში – ნახეთ თამარ წიკლაურის სიუჟეტში.