ბოლონიის რეისის მგზავრები

ბოლონია-ქუთაისის რეისით ჩამოსულ მგზავრებს შორის ერთ მოქალაქეს, მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა. მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინებით, ის მათგანი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. კლინიკაში პრევენციის მიზნით, მიიყვანეს ასევე კიდევ ერთი მოქალაქეც. მათ შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

ბოლონია-ქუთაისის რეისით, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, 97 მგზავრი დღის მეორე ნახევარში ჩამოფრინდა. მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს, სპეციალური ანკეტები შეავსეს და სპეციალისტებისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს.