ბოლო ზარი სკოლებში

ეს დღე განათლების მინისტრმა თბილისის 150-ე სკოლის მოსწავლეებს პირადად მიულოცა და ყველა მათ თანატოლს წარმატება უსურვა.

დღეს სკოლა საჯარო და კერძო სკოლების 39000-მდე მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა. პირველკლასელები სასწავლო წელს 25 მაისს დაასრულებენ, მე-11 კლასელები – 11 ივნისს, დანარჩენი კლასების მოსწავლეები კი – 15 ივნისს.