ბოლნისის კლინიკაში მყოფი ექვსი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. მოქალაქეები კარანტინის გამოცხადების შემდეგ საეჭვო სიმპტომებით იყვნენ საავადმყოფოში მოთავსებულები. პარალელურად, მედიკოსების ჯგუფები და მოხალისეები კარდაკარ შემოწმებას აგრძელებენ. იკვლევენ ადგილობრივების ჯანმრთელობის მდგომარეობას და მათ საჭიროებებს.