ბოლივიის ქალაქ ორუროში კარნავალის დროს გაზის ავზი აფეთქდა.
BBC-ის ცნობით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, 40-ზე მეტი კი დაშავდა.
გაზის ავზი ერთ-ერთ გარემოვაჭრეს ხალხმრავალ ქუჩაზე აუფეთქდა.
უბედური შემთხვევის შედეგად, რამდენიმე დაშავებული ვერტმფრენებით ბოლივიის ქალაქ ლა-პაზში გადაიყვანეს, სადაც მათი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. ორუროს ყოველწლიურ კარნავალში ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ორუროს კარნავალი იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში აქვს შეტანილი.