ბოიკოტის თემა ენმ-ში შიდა დაპირისპირების ფონზე

შიდა დაპირისპირების ფონზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ საპარლამენტო ბოიკოტის თემა კიდევ ერთხელ აქტიურდება.

ინიციატივა ამჯერად პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატ ნონა მამულაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ცოტა ხნის წინ პარტიაც დატოვა და საპარლამენტო მანდატიც. მამულაშვილის წინადადებაა, რომ 28-29 იანვარს დაგეგმილი შიდა არჩევნების დროს კანდიდატებს შორის არჩევნის გაკეთების გარდა ამომრჩეველმა პასუხი გასცეს კითხვას – უნდა დატოვოს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკანონმდებლო ორგანო. ერთგვარი რეფერენდუმის იდეას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. პარტიის ლიდერთა ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტს არ ეთანხმება.

თამუნა წიკლაური არკვევდა, მიმართავს თუ არა პარლამენტში რვა თვის დაგვიანებით შესული პოლიტიკური ძალა კიდევ ერთ ბოიკოტს.