ოპოზიციასთან ერთად არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ ადგილობრივი დამკვირვებლებიც. „ჩემი ხმა“, რომელიც 30 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 196 უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას მოითხოვს და 300 000 ხმას გაყალბებულად მიიჩნევს. დუბლირებული პირადი მონაცემები და ე.წ. კარუსელი ვერიფიკაციის მანქანების გამოყენებით, რეგისტრატორების მოსყიდვით და მარკირებისგან თავის არიდებით – ასეთია გაყალბების სქემა, რომლის დასადასტურებლად არასამთავრობო სექტორი ფოტო-ვიდეო მტკიცებულებების წარმოდგენასაც აანონსებს. თუმცა კეთდება გასხვავებული განცხადებებიც. სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილს მიაჩნია, რომ გაყალბება არა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, არამედ ძველი მეთოდებით მოხდა. ადგილობრივი მისიები გეგმავენ, რომ მონაცემები მიაწოდონ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომლებმაც გუშინ წინასწარი ანგარიშები უკვე წარმოადგინეს. ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა, ამომრჩევლების აღრიცხვა, მოსყიდვის შემთხვევები, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პოლარიზებული გარემო – საერთაშორისო დამკვირვებლები კენჭისყრის დღეს გამოვლენილ დარღვევებზე მიუთითებენ და მათ გამოძიებას ითხოვენ, თუმცა შედეგების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებენ.
პოსტსაარჩევნო მწვავე ურთიერთბრალდებები თათია ტაბეშაძემ მოისმინა.