დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში, ჰესის მშენებლობა დაიწყო.
პროექტს GWP-ი ახორციელებს.
სადგურის დადგმული სიმძლავრე 2.5 მეგავატი, სავარაუდო ინვესტიცია კი – 10 მილიონი ლარი იქნება.
„ბოდორნაჰესის“ მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ‘ჯივიპის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ ჩადეს.