ფილმი, რომელსაც რეალური ისტორია უდევს საფუძვლად. ქუთაისში, წლების წინ მომხდარი ტრაგიკული ამბავი კინოეკრანზე გადაიტანეს. მოკლემეტრაჟიან ნამუშევარში ავტორმა სისტემური პრობლემისა და ტრაგედიებისადმი ადამიანების მიდგომის ჩვენება სცადა. ფილმის მთავარმა გმირმა და ისტორიამ, შესაძლოა, მაყურებელს პირადი ტრაგედია გაახსენოს ან საკუთარი თავი ამოაცნობინოს. 19-წუთიანი ნამუშევრის პრემიერა ბათუმის კინოფესტივალზე გაიმართება.