მეუფე იაკობი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ყოველკვირეული ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა ახალგაზრდებს მიმართა და არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერამდე დაფიქრებისკენ მოუწოდა. ეპისკოპოსმა აშშ-დან და ევროკავშირიდან შეწყვეტილ დახმარებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესამე სექტორისა და მედიაორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან იმ ფულის აღება, რომელიც ჯარის დაფინანსებისთვის იყო განკუთვნილი, ღალატია.