ბოჭორმის ციხე-კომპლექსი მძიმე მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ამისთვის რამდენიმე წელზე გათვლილი, ჯერ საკონსერვაციო, ხოლო შემდგომ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აქტიურად იქნება ჩართული. ადგილზე არსებულ ვითარებას კულტურის მინისტრი გაეცნო.
თიანეთის რაიონში მდებარე ბოჭორმის ციხე-კომპლექსი შუა საუკუნეების კახეთის ერთ-ერთ უდიდეს ციხეს წარმოადგენდა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში.