პოლონეთ-უკრაინის საზღვარი ნაწილობრივ ისევ ბლოკირებულია. ჩაკეტილია ოთხი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. გადამზიდი კომპანიების პროტესტს ფერმერებიც შეუერთდნენ. მოთხოვნა უცვლელია. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ევროკავშირმა უკრაინის მიმართ ისევ აამოქმედოს ომამდე არსებული რეგულაცია, რომელიც ომში მყოფ ქვეყანაში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროპის ქვეყნებში იმპორტს უშვებს. პოლონელი ფერმები კრიზისზე საუბრობენ და ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვენ. თითქმის ორთვიანი პროტესტის ჩაცხრობა და პრობლემის მოგვარება პოლონეთის ახალ პრემიერს მოუწევს.