უკრაინაში რუსეთის მხრიდან ესკალაციის საფრთხესთან დაკავშირებით, კოორდინაციის გაგრძელებაზე ისაუბრეს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. აღნიშნული დიალოგის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. უწყების ცნობით, ენტონი ბლინკენი ასევე ესაუბრა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეებს – ბუქარესტის ცხრიანის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებთანაც განიხილა რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის საზღვრის გასწვრივ; ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლისადმი აშშ-ის ურყევ ერთგულებას.