„ბიზნესპარტნიორს“ თანაწამყვანის სტატუსით ლევან კალანდაძე შეუერთდება

ხუთშაბათიდან გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ მე-4 თანაწამყვანის სტატუსით ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე შეუერთდება. შესაბამისი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნესომბუდსმენს, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შპს „ბიზნეს მედია კორპორეიშენს“ შორის დღეს გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით გადაცემაში ბიზნესის უფლებებზე დეტალურად უკვე ბიზნესომბუდსმენის აპარატის მონაწილეობთ იმსჯელებენ. მხარეების განმარტებით, მსგავსი ფორმატი ბიზნესის პრობლემებს ოპერატიულად მოაგვარებს.